Focus Web Design
ჩვენ შესახებ
Focus Web Design არის ვებ დიზაინისა და ციფრული მარკეტინგის სააგენტო თბილისიდან, რომელიც ეხმარება ბიზნესებს სწრაფი, ფუნქციური და მოგებაზე ორიენტირებული საიტების დამზადებაში. სააგენტო ასევე მუშაობს on-page და off-page SEO-სა და ციფრული მარკეტინგის მიმართულებით, კერძოდ, Google Ads და Meta Ads. სააგენტოს დამფუძნებელი და მთავარი სპეციალისტი ქრისტინე შარაძეა.
დამფუძნებელი
ვინ დგას Focus Web Design-ის უკან
გამარჯობა, მე ქრისტინე ვარ. ჯურნალისტიკის ბაკალავრი, რომელსაც ყოველთვის იზიდავდა დიზაინი და არქიტექტურა. 2020 წელს ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში გრაფიკული დიზაინის კურსი გავიარე და მას შემდეგ ვებ დიზაინის შექმნასა და საიტების დამზადებაზე ვმუშაობ.

ჩვენი ისტორია
როგორ შეიქმნა Focus Web Design
ხშირი მოგზაურობისას მივხვდი, რომ უკვე დრო იყო, შემექმნა საკუთარი ბიზნესი, რომლის მართვაც მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან იქნებოდა შესაძლებელი. ასე შეიქმნა Focus Web Design-ი, რომელიც თავიდან მხოლოდ საიტების დამზადებაზე იყო ორიენტირებული. 2024 წლიდან სააგენტო ოფიციალურად მუშაობს, როგორც მცირე მეწარმე.
დროთა განმავლობაში, კლიენტების საჭიროებებიდან გამომდინარე, გავფართოვდით და მომსახურებებს დავამატეთ: საიტის SEO ოპტიმიზაცია, ლოკალური SEO, Google Ads და Meta (Facebook და Instagram) რეკლამა.

ღირებულებები
როგორ ვმუშაობთ
ჩვენთვის მნიშვნელოვანია თავისუფლება და ღირებულებები, რომლებსაც არ ვღალატობთ. სწორედ ამიტომ, ჩვენი პარტნიორები, ჩემ მსგავსად, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან მუშაობენ.
პროექტზე უშუალოდ ჩემთან საუბრობთ, შუამავლების გარეშე.
საჭიროებისამებრ, პროექტში ვრთავ გამოცდილ Figma დიზაინერს, ვებ გვერდის დეველოპერს და ვიდეო მონტაჟის სპეციალისტებს.
ვქმნით არა მხოლოდ ლამაზ, არამედ სწრაფ, ფუნქციურ და SEO-ზე მორგებულ ვებგვერდებს, რომლებიც დროსთან ერთად იზიდავენ ახალ კლიენტებს.
ახლა კი, დროა თქვენს პროექტზე ვისაუბროთ
მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ — ერთად განვსაზღვროთ, რა სჭირდება თქვენს ბიზნესს განვითარებისთვის.